დღეს ბედნიერი დღე მაქვს, დათოს დიდი ძალისხმევით დავამთავრე პორტფოლიოზე მუშაობა და ავტვირთე ბლოგზე.
ძალიან კარგი პროგრამაა და იმედია გამოვიყენებ !
დიდი მადლობა ჩვენს ტრენერს , სიამოვნებით დავესწრები კიდევ მის ჩატარებულ ტრენინგებს.
პატივისცემით თამარ ნარიმანიშვილი
Saturday, December 21, 2013
Monday, December 16, 2013
მერვე დღე
რეს ტრენინგის მერვე დღეა . დავასრულე პროექტზე მუშაობა. ვისწავლეთ საჭირო რესურსების პრეზენტაციში "მიბმა". დამრჩა დამხმარე მასალის ატვირთვა და ალბათ გავალ "ფინალში". დათოს მედალი ეკუთვნის ჩვენთან მუშაობისთვის
Sunday, December 8, 2013
მეშვიდე დღე
მეშვიდე დღეს ტრენინგი დავიწყეთ მოსწავლის ნაშრომის და სასწავლო პროექტის დამხმარე მასალის შექმნაზე. გავეცანით დამხმარე მასალებს და რესურსებს.
მეექვსე დღე
დღეს ტრენინგის მეექვსე დღეა. ტრენინგზე დავასრულე ბუკლეტზე მუშაობა. ავტვირთე ბლოგზე და გავაზიარე ჯგუფში.შემდეგ ბმული ჩავსვით რეფლექსიის ბმულზე. გავაგრძელეთ მუშაობა მოსწავლის ნაშრომის შექმნაზე და დამხმარე მასალის შექმნაზე, ძნელად გავიგე, მაგრამ იმედია ტრენერის დახმარებით მოვახერხებ რამეს!!!
მეოთხე -მეხუთე დღე
30 ნოემბერს და 1-ელ დეკემბერს ჩატარდა მეოთხე და მეხუთე ტრენინგი. ორი დღე არ იყო სკოლაში ინტერნეტი, ამის გამო ვმუშაობდით მხოლოდ პროექტის გეგმაზე და პროექტის შეფასებებზე. განვიხილეთ შეფასების ფორმები და მრავალფეროვნება და შესაბამისად შევიტანე შეფასებები პროექტის გეგმაში.
Saturday, November 30, 2013
მეოთხე დღე
მოგესალმებით!
დღეს მოვიტანეთ გამზადებული ბუკლეტები პროექტის შესახებ. გავაკეთეთ პრეზენტაცია.მივიღეთ რჩევები და რეკომენდაციები.გავეცანით ბუკლეტის შეფასების რუბრიკას, ვიმუშავეთ ისევ სტანდარტებზე და შედეგებზე.
დღეს მოვიტანეთ გამზადებული ბუკლეტები პროექტის შესახებ. გავაკეთეთ პრეზენტაცია.მივიღეთ რჩევები და რეკომენდაციები.გავეცანით ბუკლეტის შეფასების რუბრიკას, ვიმუშავეთ ისევ სტანდარტებზე და შედეგებზე.
პირველი დღე
მოგესალმებით,
დღეს დავიწყეთ ტრენინგი "პროექტებით სწავლება".
,ტრენინგის პირველი დღე:
intel-ის ძირითადი კურსის მიზნებისა და მოლოდინების განსაზღვრა. გავეცანით ძირითად პროგრამას- Essention-ს.
მოდული 1- პროექტებით სწავლება -ეს ჩვენი გზამკვლევია! ტექსტზე მუშაობისას გავეცანით,როგორ უნდა მოვნიშნოთ ტექსტში ფრაზები ფერებით, ჩავნიშნოთ სანიშნით ან გავაკეთოთ კომენტარი. შევისწავლეთ პორტფოლიოს აწყობა. პორტფოლიოში არსებული საქაღალდეების შექმნა თითოეული მოდულის მასალების შესანახად. მივიღეთ საშინაო დავალება: 1)გავეცნოთ პროექტის გეგმის შაბლონს, 2)პორტფოლიოს რუბრიკასა და პროექტის პორტფოლიოების ნიმუშებს.3)გავეცნოთ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს, 4)გავეცნოთ პროექტების ნიმუშებს. ასე დასრულდა 1-ლი დღე. ძალიან საინტერესო, მაგრამ დავიღალე....

Sunday, November 24, 2013
მესამე დღე
ინტელის პროგრამაში დღეს დავიწყეთ მეორე მოდული.
საკითხავი მასალა -სასწავლო პროექტის დაგეგმვა. ვიმუშავეთ აქტივობა 1-ზე: ესგ–დან სტანდარტები და ინდიკატორები.
აქტივობა 2-ზე- მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ფორმულირება, რომლებიც ხელს უწყობს მოსწავლეთა ჩართულობას.
მეორე მოდულში გავეცანით :
პროექტში უნდა დავამატოთ:
1. სასწავლო მიზნები და ამოცანები - განყოფილება (მოსწავლეების ამოცანები/სწავლის შედეგები)
2. მიმართულების მიმცემი საკვანძო კითვები .
Saturday, November 23, 2013
მეორე დღე
მოგესალმებით!
დღეს ტრენინგის მეორე დღეა. ვისწავლეთ, როგორ ვითანამშრომლოთ ერთმანეთთან ჯგუფის წევრებმა. გავწევრიანდით ჯგუფში. ჩვენი ჯგუფის მისამართია: intelis-treningi@googlegroups.com
გავეცანით სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონს, ვისწავლეთ ბუკლეტის შექმნა. გავეცანით პროექტის მახასიათებლების ჩეკლისტს, როგორ შევამოწმოთ ჩვენი პროექტები პორტფოლიოს რუბრიკით. შევქმენით ახალი ბლოგი, რომელშიც შევაჯამეთ ჩვენი ორდღიანი მუშაობა. შემდეგი ტრენინგისთვის მივიღეთ ტრენერისგან დავალება: შევქმნათ საინფორმაციო ბუკლეტი ჩვენი პროექტის შესახებ; დავწეროთ სასწავლო პროექტის გეგმის ნაწილი- სტანდარტების ჩათვლით. ტრენინგის მეორე დღეც მეტად ნაყოფიერი იყო.

Subscribe to:
Posts (Atom)